21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ხუდადოვის ქუჩაზე მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც (ადვოკატები) დაეთანხმა.

დაკავებულ არასრულწლოვან დ.პ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) აქვს წარდგენილი.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა – მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია: გიორგი ბარამიძის მიმართ დევნის დაწყება ცრუ ნარატივების შემცველი პოლიტიკური ბოდვაა