ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ინიციატორის გადმოცემით, კვამლი ამოდიოდა შენობის სახურავიდან.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.

ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ხუდადოვის ქუჩაზე სულ მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს.

ვირუსის ბლოკატორები