ხუციშვილი – 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი

2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.

„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 360 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიიმართება – 160,8 მლნ ლარი, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ავტოკოლონებით მსვლელობა დასრულდა
შემდეგი სტატიალომჯარია – აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააგრძელოს მუშაობა