ხშირად ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება – კუჭავა ტიკარაძის გადადგომაზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრემიერმინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.

“გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. ხშირად, როდესაც ფორმატებში ვიკრიბებოდით ჩვენ, არც კი იგრძნობოდა არანაირი დაპირისპირება. გადადგომებზე, არა მხოლოდ ტიკარაძის, ნებისმიერი მინისტრის და ასე შემდეგ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, როდესაც ხდება ეს ფაქტი, შემდეგ ამბობენ “ხომ ვამბობდითო”. რას ვამბობდით, სამი წელი იყო ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი, სამი წლის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ”, – თქვა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სომხეთის პოლიციის უფროსი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება