ხშირად ვამბობდით, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი განისაზღვრება პროფესიონალიზმით და არა ერთგულების კრიტერიუმით

ხშირად ვამბობდით და ბიძინა ივანიშვილიც ხაზს უსვამდა, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი დღეს არის პრიორიტეტი და ხარისხი პირველ რიგში, განისაზღვრება პროფესიონალიზმით და არა ერთგულების კრიტერიუმით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს გუნდის წევრების გადახალისებაზე განცხადება პირველად არ გაუკეთებია.

„ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილს პირველად არ გაუკეთებია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვამბობდით და ივანიშვილიც ხაზს უსვამდა, რომ მთავრობის მუშაობის ხარისხი დღეს არის პრიორიტეტი და ხარისხი განისაზღვრება პირველ რიგში პროფესიონალიზმით და არა ერთგულების კრიტერიუმით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა, რომ გუნდს გადახალისება, მოტივაცია და პროფესიონალიზმის ამაღლება სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია, როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე?!“