“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი ვარკეთილიდან დაიწყება – კალაძე

კახა კალაძემ ე.წ. “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტს აანონსებს და ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ის ვარკეთილში დაიწყება. კალაძის თქმით, მერიამ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ვარკეთილში სამ ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ავარიული „ხრუშჩოვკა“ გვაქვს ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მისი ჩანაცვლება არის აუცილებელი. მე მინდა, შევეხო კონკრეტულად ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების თემას. ჩვენ დღეს ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. ჩვენ გამოცხადებული კი გვქონდა ამ კონკრეტულ პროექტზე რამდენიმე ხნის წინ, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ ინტერესთა გამოხატვას მოყვება მაღალი ინტერესი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორუფციას და ნეპოტიზმს ვერ გამორიცხავ – ცქიტიშვილი NDI-ს კვლევაზე
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰერცელს შეხვდა