“ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი” – ბიძინა გეგიძე “რაგბის კავშირის” მიერ მიწის გასხვისებაზე

რეკრეაციული ზონების დაცვა და გაკონტროლება, ეს იყო მთავარი საკითხი დღევანდელ პარლამენტის შეხვედრაზე. შეხვედრა საკანონდებლო ორგანოში დღეს დეპუტატებსა და გენგეგმის ავტორებს შორის გაიმართა.

ფრაქცია ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მერიის შესაბამისი სამსახურის მიმართ, რომლებიც რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვას აძლევენ.

ერთ-ერთი საკითხი დღეს გამართულ შეხვედრაზე რაგბის კავშირის მიერ გასხვისებული ტერიტორიის სამომავლო ბედი იყო.

ბიძინა გეგიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მზიურის მიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ზიანს მიაყენებს ქალაქის რეკრეაციულ პოლიტიკას.

დღეს დეპუტატმა პირდაპირ მიმართა კახა კალაძეს და მოუწოდა, რომ რაგბის სტადიონზე კომპანია ანაგის მიერ მშენებლობა დაწყება არ მოხდეს.

„კითხვები საკმაოდ ბევრია. რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს ანაგი, არის კომპანია ასეთი, აშენდეს იქ რაღაც უზარმაზარი მოცულობის მქონე საცხოვრებელი კორპუსი. ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი არის. ჯერ მივმართე კომპანია ანაგის ხელმძღვანელობას, მერე მივწერე წერილი და პასუხად მივიღე წერილი, რომ ჩვენ იურიდიულად ყველა პროცესი დაცული გვაქვს. საზოგადოებრივი აზრი, საერთო საჯარო ინტერესები თუ ბიზნესისთვის არ არის, ასე ვთქვათ, არგუმენტი და მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. ეს ვალდებულება, რომ რაგბის მოედანი უნდა აშენებულიყო იქ, გადაკეთდა, შეიცვალა, ეს ვალდებულება მოიხსნა. ეს ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. როგორ მოიხსნა? რატომ მისცა ისევ მერიამ თუ მერიის ქონების სამსახურმა რატომ შეუცვალა ეს ვალდებულება, რატომ აღარ დააკისრა?“ – განაცხადა ბიძინა გეგიძე.

ურბანისტი, სითი ინსტიტუტი საქართველოს ექსპერტი, მერაბ ბოლქვაძე, აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია საზოგადოების საქმიანი ზონის სახეობიდან გარდაიქმნა საცხოვრებელ ზონად.

„ჩვენ მოგვიწვიეს, რომ მწვანე რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით გენერალური გეგმის მოსაზრებები გავაცნოთ დეტალურად. ეს ტერიტორია იყო საზოგადოების საქმიანი ზონის სახეობის და გახდა საცხოვრებელი. საზოგადოების ზონის სახეობა, მე როგორც ვიცი, თუ მასზეა ლაპარაკი, მაღალი ინტენსივობაა და ჩვენ დავუწიეთ,“ – აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მ.კ-ს დაკითხვა დასრულდა