ყოველწლიური შეხვედრა – ამბასადორიალი გაიხსნა

პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – ამბასადორიალი გაიხსნა.

დიპლომატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს.

დიპლომატთა შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

ამბასადორიალი ოფიციალური გახსნის შემდეგ, სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავენ.

სესიებზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.

დიპლომატთა შეხვედრა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მთავარი აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მეტად პოზიციონირების საკითხებზე გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რატომ ხდება საპროცესო გარიგება იმ ადამიანებთან, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : საქართველო არა მხოლოდ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, არამედ ევროპის შემადგენელი ნაწილია