“ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ”- სუბარი მმართველი გუნდის ე.წ მესიჯბოქსზე

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, იმ მესიჯბოქსებზე გააკეთა კომენტარი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მმართველი გუნდის წევრებს მთავრობისგან ეგზავნებათ, მათ შორის რუსთავი ორის საკითხთან დაკავშირებითაც. სუბარის თქმით ის ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს:
„ზოგადად ის რომ შეთანხმება უნდა ხდებოდეს, გარკვეული საკითხების რა კომენტარი ვინ გააკეთოს ეს მე მგონი ნორმალურია. რუსთავი ორთან დაკავშირებით რასაც ვუყურებ ეთერს , მე მგონია ერთნაერი განცხადება ცოტას გაუკეთებია, შედეგს ვერ ვხედავ მსგავსი დამოკიდებულების. მე ერთი შემიძლია გითხრათ, ყოველთვის ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ“-აცხადებს სუბარი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის პასპორტები უკრაინულს გაუთანაბრა
შემდეგი სტატიაიაპონიამ აბე და პუტინის მოსკოვში შეხვედრის თარიღი გაავრცელა