ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთვევაში, გავაკეთებ

მინდა, გითხრათ, რომ ყოველთვის მიჭირს ხოლმე ჭორების კომენტარები, მაგრამ ამ შემთვევაში, გავაკეთებ. შს მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ, შსს-ში ძალიან სწორი პარაქტიკაა დეპარტამენტის ხელმძღვანელების, სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაციების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი სახის ცვლილებები მნიშვნელოვანი და ნორმალური ქმედებაა.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სწორი პრაქტიკა. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია, ამ თანამდებობებზე მსახურობდნენ. ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს მათ. ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: დღეს საქარველოს მოქალაქემ, თავისი მანდატის ფარგლებში, თქვა რომ, დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში
შემდეგი სტატიალელა ქებურია: ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე პასუხი უნდა აგოს სკოლის ყველა შესაბამისმა პირმა