“ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში”- მარგველაშვილის გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდებს, რომ საქართველო მუდამ მათი ყურადღების არეალში იყოს, რაგდან საქართველოს დიდი მნნიშვნელობა აქვს გლობალური სტაბილურობისთვის და თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად.

აღნიშნულ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ ისაუბრა, სადაც გიორგი მარგველაშვილს კითხეს, თუ რა გზავნილები ექნებოდა მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი:

„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, თავისუფლების, დემოკრატიისა და სტაბილურობის ცნებების დასაცავად. ეს მართლაც ასეა და ვლინდება კიდეც. ყოველთვის გქონდეთ საქართველო თქვენს გონებაში“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და მოვემზადოთ ნატო-ს წევრობისვთის”
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: იმედია, მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებები არ დაგვაშორებს კვლავ ამ პროცესს