ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გამოკითხულთა 51% ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას, ხოლო ომის დაწყების შემდეგ – 53%.

ამასთან, მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოზე NATO-ს გავლენა გაიზარდა, 31% მიიჩნევს, რომ აშშ-ს გავლენა გაიზარდა, ხოლო 27% თვლის, რომ ქვეყანაში ევროკავშირის გავლენაა გაზრდილი.

NDI-ის კვლევით, მათი უმრავლესობა (ვინც ფიქრობს, რომ კონკრეტული ქვეყნის თუ გაერთიანების გავლენა გაიზარდა) რუსეთის გავლენას უარყოფითად (91%) აფასებს და პირიქით, დადებითად მიიჩნევს ევროკავშირის (87%), ნატოსა (77%) და აშშ-ს (88%) გავლენას.

ბოლო გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, ხოლო NATO-ში გაწევრიანებას 71% უჭერს მხარს.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა – 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს – ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა სამხედროებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის სისხლი უნდა გაიღონ – დუმის დეპუტატი
შემდეგი სტატიაალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება