“ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოქმედებები შეჩერდეს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე.

„კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი. იცით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი მთავრი საკითხი გახლავთ. უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ერგნეთში გამართული არაერთი ტექნიკური შეხვედრა. მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა. საუბედურად, რასაც, ასევე, ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი და რაც არის განსაკუთრებით მწვავე, მტკივნეული, გახლავთ ის, რომ ამ თემებს აბამს ისეთ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში” ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ პუტინის გავლენის პირობებში შესაძლებელი იქნება გარღვევა და ამ გზით, გვერდს ავუვლით ოკუპაციის პრობლემას”
შემდეგი სტატიალევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს