ყოველდღე მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს

მასშტაბური აქციის მეოთხე დღე – რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები უკვე იკრიბებიან. სიტყვით გამოსვლები პარლამენტის შენობის წინ ერთ საათში უნდა დაიწყოს. მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და ადეკვატურად დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.

„დღეს არის პროტესტის მეოთხე დღე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ სამივე მოთხოვნა არ შესრულდა, ყოველდღე მოვუწყობთ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს და პროტესტის ფორმები იქნება ბევრნაირი. თუ პირველი სამი დღე ეს პროტესტის ფორმა ძირითადად დისლოცირებდა რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, ჩვენ ახლა უფრო ფართო პროტესტის ფორმები გვექნება, ჩვენ მათ კაბინეტებში მივაკითხავთ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ინსტიტუტში, მათ პიკეტირებას მოვაწყობთ, ცოცხალ ჯაჭვს მოვაწყობთ და ასევე, ადამიანების ჯგუფი აქ, რომელიც პროტესტის უკიდურეს ფორმის მიმართვას აპირებს, მაგალითად, მიშა მშვილდაძე, რომელიც ამ აქციის მოდერატორია, ის აპირებს შიმშილობის დაწყებას. ჩვენ სხვა არჩევანი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გვაქვს. მათ აქვთ არჩევანი, რომ უკან დაიხიონ და საკუთარ ხალხს მოუსმინონ,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ნონიაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს
შემდეგი სტატიახელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე – ნიკა გვარამია