“ყოველ წელს იყო პრეზიდენტის მხრიდან ამის მზაობა,” – ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში დებატებზე საუბრობს

პრეზიდენტი დებატებში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი საკუთარ გამოსვლაში ყურადღების გამახვილებას რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე აპირებს, მათ შორის არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიაზე ზეწოლა, გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები და ქვეყნის საშინაო-საგარეო პოლიტიკა. მის მოხსენებას პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით დაესწრება.

“ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და მზად ვიყავით იმისთვის რომ მაქსიმალურად ფართო ფორმატში ყოფილიყო განხილული პრეზიდენტის მოხსენება და ყოფილიყო შესაძლებლობა რომ საპარლამენტო ტრიბუნა დათმობოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სიღრმისეულ დისკუსიას. ყოველ წელს იყო პრეზიდენტის მხრიდან ამის მზაობა და წელსაც ჩვენ მივესალმებით, მართალია გასულ წლებში გარკვეულ შემთხვევებში საპარლამენტო უმრავლესობა არ თვლიდა საჭიროდ რომ ეს ფორმატი გამოყენებულიყო, მაგრამ პრეზიდენტი ტავის პოზიციებში თანმიმდევრულია,”-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ანგარიში – პარლამენტი მწვავე დებატებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის 52-მილიონიანი ბიუჯეტი – საია ხარვეზებზე საუბრობს