„ყოველ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი შეფასებას პარლამენტთან ვერ გააკეთებს“ – ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი

„თიბისი ბანკის“ საქმე – მამუკა ხაზრაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება უფიციალურად შეუჩერდათ.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან, თუმცა კობა გვენეტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი განაცხადა.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ფიზიკური პირების დავა გრძელდება და საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს:

„არაერთხელ აღინიშნა, რომ „თიბისი ბანკი” არის ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ „თიბისი ბანკის” მხრიდან შესრულებულიყო განკარგულებაში მოცემული ყველა გადაწყვეტილება და შეწყვეტილიყო ყველა დავა, ამასთან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აქციონერებს მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ გასულიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოდან დღეის მდგომარეობით ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რამაც შეიძლება არსებულ მდგომარეობას ზიანი ყველაზე ნაკლებად მიაყენოს.

ფიზიკური პირების დავა გრძელდება და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, რა და როგორ განვითარდება. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ეროვნულმა ბანკმა საკამოდ ვრცელი განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ დაესწრება ამ მოსმენას. ამის შესახებ შეფასება გამიჭირდება, მაგრამ საკმაოდ კონკრეტული პასუხი იყო, რომ ყოველ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი შეფასებას პარლამენტთან ვერ გააკეთებს. ამის იქით გამიჭირდება, რაიმე შევაფასო. დღეს მაინც შედგება საკომიტეტო მოსმენა და უნდა დაველოდოთ მას”, – განაცხადა ძნელაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი გალერეაში თემაზე – „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ ისაუბრეს
შემდეგი სტატიაბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფსა და სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა