ხოშტარიასთან თუმანიშვილი მივიდა – “ჩვენი პროტესტი არ წყდება”

მოშიმშილე პოლიტიკოსის, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად, პარლამენტში “მთავარი არხის” ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი მივიდა, რომელიც თავადაც ორი დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

“თავს ნორმალურად ვგრძნობ, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ მაქვს. გუშინ გავათენეთ ღამე რუსთავის ციხესთან მე და ნანუკა ჟორჟოლიანმა და კიდევ ერთმა მოშიმშილემ, ჩვენმა მეგობარმა ელისომ. ჩვენი პროტესტი არ წყდება, მოვითხოვთ ერთ რამეს, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა, მედიკამენტებისა და დანამატების მიღებაზე.

მოვისმინე დილით, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს უკვე მე-5 დღეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ელენე არის სუსტად, უჭირს გადაადგილებაც და მოვედი, რომ მოვინახულო. როდესაც აქედან წავალ დავბრუნდები ისევ რუსთავის ციხესთან”,– ამბობს გიგლა თუმანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა
შემდეგი სტატიაცეზარ ჩოჩელი წალენჯიხის აყვავების პროექტს უერთდება