ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის, მაკა იოსელიანის, კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, ანი ქავთარაძისა და პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძის შეხვედრა დასრულდა.
“ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მე ახლა ინფორმაციას არ ვფლობ. იყო ძალიან დეტალური განხილვა გიორგი პატარიძესთან, სადაც ჩვენ მას წარვუდგინეთ არაერთი არგუმენტი, ასევე წარსული კვლევები. ორშაბათს დილით ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენე ხოშტარიას ციხეში, ამის შემდეგ დამატებითი შეხვედრა გაიმართება პენიტენციურში. დიდი ალბათობით, შემდეგ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, გადაიყვანენ თუ არა ელენეს კლინიკაში”,_ თქვა შეხვედრის შემდეგ ანი ქავთარაძემ TV პირველთან.















