ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე – ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, თამარ ჟვანიას გადადგომას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ ჟვანია იტყუება, როცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო:

“კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები

2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ

4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან”,- წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვმუშაობთ მოლებთან, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები
შემდეგი სტატია330 მომხრე – რადამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებული რეფორმა მიიღო