ხოშტარია: ვუერთდები 14-ის აქციას იმიტომ რომ, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს

ელენე ხოშტარია 14 ოქტომბრის აქციას უერთდება, რომელიც ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, თავისუფლების მოედანზე დააანონსა. ხოშტარია ამბობს, რომ ეს საკითხი პარტიულობას ცდება და ქვეყნისთვისაა სამარცხვინო ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია:

“სამარცხვინოა, მთლიანად ქვეყნისთვის, რომ ჩვენ რეალურად არა გვაქს სარწმუნო სურათი თუ როგორ გრძნობს ის თავს, არის სერიოზული შიშები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი და არანაირი ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ არსებობს. მე რა თქმა უნდა, ვუერთდები 14-ის აქციას იმიტომ რომ, ეს ცდება ერთი პარტიის საკითხს” ამბობს “დროას” ლიდერი

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი: ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს
შემდეგი სტატიასაქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა – ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ბათუმის ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაზარალდა