ხოშტარია უმრავლესობას: პატრულს ისევ მოქალაქეებთან აპირისპირებთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის მხარს უჭერს იმ ტალღას, რომელიც ხელისუფლების ახალმა რეპრესიულმა ტალღამ გამოიწვია.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ხოშტარიამ განაცხადა, ადამიანები გამოდიან და იმის თაობაზე ჩივიან, რომ პოლიცია გადასულია თავისუფალი და პატიოსანი მოქალაქეების ჩხრეკასა და მათთვის ნარკოტიკების ჩადებაზე.

„პატრულს ისევ მოქალაქეებთან აპირისპირებთ. ეს ადამიანები თქვენი მომხრეები იყვნენ და მათ მიმართვას ვახმოვანებ, რომ პარლამენტში ნუ ჩაიკეტებით და რეპრესიულ პოლიტიკას პასუხი გაეცით. თქვენ ხელისუფლებაში ლიბერალიზაციისა და სამართლიანობის ლოზუნგით მოხვედით და ყველა ამ მიმართულებით ჩათვალეთ, რომ ძალაუფლების ტკბობისთვის კონფრონტის ზონა შეიქმნათ და წარსულიდან არცერთ გაკვეთილზე არ ისაწავლოთ.

ვალდებული ხართ, როგორც ხელისუფლება გამოხვიდეთ და პასუი აგოთ. შს მინისტრი გამოდის როგორც პარტიული ჩინოვნიკი, უდანაშაულის პრეზუმციას არღვევს და ამბობს, რომ ვიღაცა ბრალს გაექცა“, – აღნიშნა ხოშტარიამ

banner
წინა სტატიაშიყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვეტოს დაძლევაში – პრეზიდენტი ახალ კანონს ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიასოფიო კილაძე: მეგონა, ხოშტარია თავის თავს და თავის გუნდს ელაპარაკებოდა