ხოშტარია – წარმოდგენა არ მაქვს, სცენარი როგორი იქნება, სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა

მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, ხმები უნდა დავიცვათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეც და საღამოსაც, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„წარმოდგენა არ მაქვს, სცენარი როგორი იქნება, მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა. ვიცით, ვისთანაც გვაქვს საქმე, „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრის გამკეთებელია.

2 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნების დღე. ამ არჩევნებზე უნდა მივიდეს ბევრი ადამიანი და უნდა დავიცვათ ხმები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეც და საღამოსაც“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშინონიაშვილი – ხელისუფლებამ გააჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მტრად გამოაცხადებენ
შემდეგი სტატიაეკა გიგაური – დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება