ხოშტარია – თუ ყველა მივა არჩევნებზე, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გაყალბება არ უშველის

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც შერიგებისკენ, სამართლიანობისკენ და ადამიანის ღირსებისაკენ შეუძლია სიტუაციის შემოტრიალება.

როგორც ხოშტარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადა, თუ არჩევნებზე ყველა მივა, „არანაირი გაყალბება „ქართულ ოცნებას“ არ უშველის“.

ამასთან ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნების“ ისტერიკაშია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. არჩევნები, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, შემოატრიალოს არა ვინმეს გასარიყად, არამედ პირიქით, საერთო თანხმობისთვის, შერიგებისთვის, სამართლიანობისთვის და ადამიანის ღირსებისთვის, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ახლა აღმოჩენილი იყო პირადობის მოწმობები, რომელიც გაყალბების ერთ-ერთი სქემაა და რომელიც „კარუსელისთვის“ არის დამზადებული და სისტემური დანაშაულია, რადგან იუსტიციის გარეშე, ეს არ გამოდის. ყველას ვარწმუნებ, თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ და ნამდვილად ვხედავთ თბილისში აქტიურობას, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება „ქართულ ოცნებას“ არ უშველის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს გაუხსნეს
შემდეგი სტატიამდინარაძე – ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ მიმდინარეობს