ხოშტარია: საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი

“რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკამ და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტში გადაინაცვლა. მე მგონია, რომ ეს ფურცელი მალე უნდა დავხუროთ იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია მალე უნდა მოვრჩეთ ამ შეთანხმების არასწორობაზე თუ სწორობაზე ლაპარაკს.

შიგნით არის ვინმე თუ გარეთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ გადალახულა. ვხედავთ, რომ “ოცნება” ცდილობს, ეს შეთანხმება საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენოს. ამის არაერთი მაგალითი იყო. შეთანხმებისთანავე ჩაინიშნა უგულავას საქმე, გაიწელა მელიას გათავისუფლება, ივერი მელაშვილზე თავდასხმა, რიტორიკა, რაც დღესაც ისმოდა, რომ ცესკოს თავმჯდომარესთან ბოდიშია მოსახდელიო და ა. შ.

მეორე რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიცია შიგნით არის თუ გარეთ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა დარჩა ყველას ამოცანად. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ამ სისტემის რყევა შიგნიდან თუ გარედან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კომენდანტის საათის გადაწევაზე
შემდეგი სტატიაგახარიას კადრების წმენდა გრძელდება