ხოშტარია – სალომე სამადაშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა

სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა, – ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით.

„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად ჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთდგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს
შემდეგი სტატიაპოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრეს, შს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა