ხოშტარია: საკუთარ პარტიაში აწყობს შოუს, ის ვეღარ იქნება გუნდის ლიდერი

ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ნიკა მელია საკუთარ პარტიაში შოუს მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.

”ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე და ”ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.

banner
წინა სტატიაშინაძალადევში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“როდესაც ადამიანებს ივანიშვილთან შეკრულს ეძახი, მე ასეთ შემთხვევაში, ვერ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას”