ხოშტარია: საგარეო პოლიტიკური რეზოლუცია სერიოზულად უნდა შემუშავდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უმცირესობას საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, არსებითი შინაარსობრივი შენიშვნები არ აქვს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, უმრავლესობამ რუსეთთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინა, რაც კარგია, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ საგარეო პოლიტიკური რეზოლუცია სერიოზულად უნდა შემუშავდეს.

„რეზოლუციის მიღება ასე დაჩქარებულად არ უნდა ხდებოდეს. მასზე ყველა მიმართულებებით ფართო მსჯელობა უნდა ტარდებოდეს, რადგან მძიმე საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში ვართ. მსოფლიოში ბევრი კრიზისული სიტუაციებია და ამას სერიზოული მომზადება სჭირდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტი საგარეო მუმართულებაზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაში2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ – გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის მარკირების კონტროლს ააქტიურებს