ხოშტარია სააკაშვილზე – თუ შემოსულია, ჩამოშლილია “ოცნება”

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქართველოშია თუ არა უკვე მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, თუ ის მართლა შემოვიდა, ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ჩამოშლილია.

“მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია აქ არის, არ არის, ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველაზეა, პირველ რიგში “ქართულ ოცნებაზე”. თუ შემოსულია, ჩამოშლილია “ქართული ოცნება”, რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიშსს მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიასააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი – შემიძლია დავადასტურო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია