ხოშტარია რეზოლუციაზე: საქართველოს საგანგაშო დამოკიდებულება გამოაშკარავდა

ელენე ხოშტარია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული რეზოლუციებისთვის საქართველოს მიერ მხარდაჭერის გამოუცხადებლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – უკრაინასთან მიმართებით არაკეთილმეზობლური ნაბიჯი იყო. ხოშტარია ასევე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებასთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა რეზოლუციების ტექსტებში უკრაინის გვერდით საქართველოს მოხსენიებაც მოხდეს.

“ეს არ იყო რიგითი რეზოლუცია, თუმცა ყველა რიგით რეზოლუციაზეც ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ და ყველა რიგით დოკუმენტშიც სულ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ინტერესები იყოს ასახული, ეს იყო განსაკუთრებული რეზოლუციები რომლებშიც საუბარი იყო რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. გარდა იმისა რომ ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორის, უკრაინის მიმართ. ამასთანავე ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, რომ რუსეთმა პოლიტიკური ფასი გადაიხადოს არამხოლოდ უკრაინაში ჩადებული ქმედებების არამედ საქართველოს გამოც. და ასეთი პრეცედენტები ყოფილა ადრე როდესაც ჩვენი მუშაობის შედეგად რუსეთი ისჯებოდა უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხის გამოც. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, რაც ამ დამოკიდებულებამ გამოააშკარავა, ამასთან დაკავშირებით გაკეთებული ახსნები კი სრულიად არასერიოზული იყო,”- რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს ხოშტარია.

ენმ-ის წევრთა განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. პარტიაში ამბობენ, რომ “ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი”.

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ქართული ოცნების წევრების განმარტებით, კენჭისყრის დროს ქართველი დეპუტატები შვეიცარიის დელეგაციის წევრებს ხვდებოდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიზვიად ხორგუაშვილი: კითხვები ჩნდება, ხომ არ ხდება მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე ზეწოლა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის დღე დაწესდა