ხოშტარია: “ქართული ოცნება” შუღლის გაღვივებაზე დგას

“ოცნება” შუღლის გაღვივებაზე დგას, განა ვერ შეაფასა, არამედ სჭირდება, – ამის შესახებ დმანისის მოვლენების შეფასებისას მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“საერთოდ არგააზრებაა რა არის საქართველოს მოქალაქე და ვინ არის საქართველოს მოქალაქე. დღესაც ნათლად გამოჩნდა, რაც თქვეს, რომ აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორიაო. ეს თქვეს შუა კრიზისის დროს, რა შუაშია საერთოდ ეს?!

მეორე მიზეზი ეს არის, რაზე დგას “ქართული ოცნება”. შუღლის გაღვივებაზე. ის კი არა, რომ ვერ შეაფასა, მას სჭირდება შუღლის გაღვივება. სხვათა შორის ეს კარგ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდრეზდენში საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეტაკების დროს 185 პოლიციელი დაშავდა
შემდეგი სტატიალუკაშენკომ ძალოვანებს საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უფლება მისცა