ხოშტარია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან დიალოგის ერთ-ერთი პრიორიტეტია

“პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან დიალოგის ერთ-ერთი პრიორიტეტია”-ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

“1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში – ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავჯმდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას.

საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა შურისძიებას”- წერს ხოშტარია

banner
წინა სტატიაშისამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
შემდეგი სტატიაგოგი თორაძის ფილმი მილანის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია