“ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია.
საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე!,-წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან.
დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ.
ეს პარტიებია: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის – შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე და ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის


















