ხოშტარია: ოპოზიციის იმ ნაწილმა გვარები თავად თქვან იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნებასთან“ არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე

დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნან ეს პოზიცია, დაასაბუთონ, მათ შორის რას ნიშნავს პროგრესი, არის ეს საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში?, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც თუ მიაჩნია, რომ მოლაპარაკებებში არჩევნების საკითხის გარეშე პროგრესია, თავისი პოზიცია უნდა დაასაბუთოს.

„მე სხვების მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ, დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, და გვარები თავად თქვან, იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნებასთან“ არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნას ეს პოზიცია და დაასაბუთოს, მათ შორის რას ნიშნავს პროგრესი, არის ეს საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში. დაასაბუთონ და იყვნენ გამჭირვალეები ამომრჩევლის წინაშე. ჩემს ეჭვებზე არ არის, ოპოზიციის ის ნაწილი თუ თვლის, რომ პროგრესია არჩევნების საკითხის გარეშე, გამოვიდნენ და აუხსნან მოქალაქეებს, თავიანთ ამომრჩევლებს, რას ნიშნავს ეს პროგრესი და აპირებენ თუ არა ამ საფუძვლით შესვლას“,- განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება კითხვას: „ვახტან მეგრელიშვილის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ გარკვეულმა ოპოზიციონერებმა საერთოდ ჩაშალონ მოლაპარაკებები“, – ხოშტარიას თქმით, პარტნიორებთან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია.

„რა ჩაშლაზეა ლაპარაკი. ჩვეულ რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია, ოღონდ, ეს ვერ იქნება დახურული, არაგამჭვირვალე და თუ ოპოზიციის რომელიმე ნაწილი იცვლის პოზიციას, პირველადი პოზიცია რაც იყო, რომ არჩევნების გარეშე ვერ იქნება გარღვევა, მაშინ მათ თავად უნდა აუხსნან ამომრჩეველს.

ჩემი საქმე არ არის, ვისაც უნდა, აუხსნას თავიანთ ამომრჩეველს, რატომ იცვლიან პოზიციას, რა არის ის შინაარსი, თუ ასე თვლიან, რომ შესვლა მნიშვნელოვანია, რითი ასაბუთებენ ამას და აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ოპოზიციამ უნდა იცოდეს, ჩურჩულებით და თვალის ჩაპაჭუნებით, ივანიშვილთან ბრძოლა აღარ გამოვა, თუნდაც ფასილიტატორების მონაწილეობით