ხოშტარია: “ოცნება” მიდის პრორუსულ ხაზზე, ვოლსკის ნათქვამი ინაშვილისგან არ განსხვავდება

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2019 16:01

ხოშტარია: “ოცნება” მიდის პრორუსულ ხაზზე, ვოლსკის ნათქვამი ინაშვილისგან არ განსხვავდება

“„პატრიოტთა ალიანსი“ არის უკვე ღიად მართული ქართული ოცნების მხრიდან. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ადამიანებსაც კი ვიცნობ ქართული ოცნების აქტივიდან, რომელსაც უგზავნიან ხოლმე შესავსებად „პატრიოტებს“, რადგან დღეს ქართული ოცნება მიდის სულ უფრო და უფრო პრორუსულ ხაზზე. მაგალითად, დღეს რაც მოვისმინეთ ვოლსკისგან, არ განსხვავდება ინაშვილის პოზიციისგან. აბსოლუტურად იდენტური პოზიციაა. რუსეთის სანქცირება რომ მოხდეს დასავლეთის მხრიდან, ამის წინააღმდეგია ვოლსკი. არანაირი განსხვავება ინაშვილთან პოზიციისა არ არის. ფაქტობრივად ლუსტრაცია არის, იხსნება პირდაპირ ღიად, რომ ქართული ოცნება იყენებს ამ პრორუსულ სატელიტებს, უფრო და უფრო მეტად პრორუსულ რიტორიკას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ გაბედა, ღიად დააფიქსიროს, რომ მათ არ უნდათ რუსეთის დასჯა. რაც შეეხება ტყუილებს, რაც თქვა გია ვოლსკიმ, ეს არის არათუ მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება, არამედ მოქალაქეების დაცვის ერთადერთი მექანიზმი. თუ ჩვენ დასავლეთის მექანიზმს არ გამოვიყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, მოდით და იბატონეთ ჩვენს ქვეყანაში, თქვენი ეს ოკუპაცია ჩვენზე მოქმედებს და ჩვენ გავხდებით პრორუსები – ეს იყო დღეს მათი განცხადება. ამიტომ ძალიან სერიოზულ პროტესტს იმსახურებს „ქართული ოცნების“ უკვე ღიად დაფიქსირებული პრორუსული პოზიცია. ”-ასე ეხმაურება ვროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარია გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც ევროპული საქართველო ინიციატივას, რომლითაც საქართველოს მთავრობას სთხოვს, მიიღოს ყველა ზომა და აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება, მავნე უწოდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2019 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics