ხოშტარია: ნატოში ქართული საზოგადოების გაწევრიანება არის მყარი ისტორიული არჩევანი

„იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური პროცესიდან, აბსოლუტურად გამქრალია ის ძალიან სერიოზული საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას. ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხან უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მუქარით და ხან პირდაპირ ნატოს გადაწყვეტილებაზე თავდასხმით, რუსეთი დღეს ცდილობს ახალი ეტაპი წამოიწყოს ცივილიზებულ, ევროპულ, დემოკრატიულ მშვიდობის სივრცეზე და მათ უკარნახოს საკუთარი თამაშის წესები. ევროპა, რა თქმა უნდა, ძალიან მყარად და ერთიანად უპირისპირდება ამ საფრთხეს, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ საფრთხის და მუქარის პირდაპირი ადრესატი, უკრაინასთან ერთად, არის საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ეხება უშუალოდ საქართველოს და უკრაინას. რუსეთის მოთხოვნა დასავლეთის მიმართ ბუქარესტის შეთანხმების უკან წაღების შესახებ კი ნიშნავს ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის პირდაპირ დეკლარაციას. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადება არის პირდაპირი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ტყუილების გზით საუბრობს, თითქოს ქართული საზოგადოება არის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი. ეს არ არის ცალკე აღებული, შემთხვევითი განცხადებები. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის ამოცანაც არის საქართველოს სუვერენიტეტის თავისუფალი არჩევანის და საქართველოს უსაფრთხოების ხელყოფა.

ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ვალდებულია იაქტიუროს ამ კონკრეტული მიმართულებით.

ერთი მიმართულება ნატოში ქართული საზოგადოების გაწევრიანებაა, რომელიც არის მათი მყარი ისტორიული არჩევანი. ჩვენ, “დროა” წამოვიწყებთ საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საერთაშორისო მიმართვებს, სადაც კიდევ ერთხელ, მყარად გავუსვამთ ხაზს, რომ “ნატო” და ზოგადად, ევროპა არის ჩვენი საზოგადოების მყარი არჩევანი და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა არის ძალიან აქტიური საერთაშორისო დღის წესრიგში მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზებიდან აბსოლუტურად გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ დროს, სწორედ ეს არის ამ პრობლემატიკის ნაწილი.

ჩვენ მივმართავთ მთავრობას და არამარტო, კონკრეტული წინადადებებით თუ რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ უკრაინასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე უხეში ადამიანის უფლებების დარღვევები, ჩვენი ტერიტორიების მიტაცება, საფრთხეები ჩვენი საგარეო პოლიტიკის არჩევანის, როგორ შეიძლება გახდეს უკრაინასთან ერთად საერთაშორისო ყურადღების ცენტრი. იმისთვის, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში იყოს უზრუნველყოფილი დასავლეთის მხარდაჭერით და ყურადღების ცენტრში.

რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება მთავრობის მხრიდან. ჩვენ, რომ ვიყოთ ნორმალურ სახელმწიფოში ამ საკითხის მიმართ შეუძლებელი იქნებოდა ეარსება ორ განსხვავებულ აზრს, გახლეჩილ პოზიციას და პოლიტიკას. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” პირობებში არანაირი ილუზია იმისა, რომ მთავრობა რაიმე სახის კონსოლიდაციას დასავლეთის თემაზე მოახდენს სახელმწიფოში არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ წამოვიწყებთ პროცესს, რომელიც ოპოზიციის აქტიურობით მსოფლიოს გააგონებს საქართველოს საზოგადოების ხმას, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო-ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაში„თუ ხელისუფლება არ წავა კომპრომისებზე, ზურაბიშვილთან შეხვედრების ფორმატიც დარჩება ზოგადი დისკუსიების ფორმატად“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიახვალ მხატვრული ფილმი “მეგრული Day Off”-ების თიზერის, პირველი სატესტო ჩვენება გაიმართება