ხოშტარია მერიას: ჩვენ დავასუფთავებთ მტკვარს

ელენე ხოშტარია: "თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით"მდინარე მტკვარი, წვიმის გამო დაბინძურდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მოსახლეობას და ჟურნალისტებს შეხვა.
ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ქალაქის მერიის განცხადებით, ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, მონაწილეობა მიიღონ მტკვრის დასუფთავებაში. აქვე, ხოშტარიას თქმით, მას დაუკავშირდნენ მოხალისე მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან თავიანთი რესურსით დაასუფთავონ მდინარე.
ელენე ხოშტარიამ მერიას მიმართა, რომ თუ ისინი თავად არ იღებენ პასუხისმგებლობას, გამოყონ შესაბამისი აღჭურვილობა, რათა მან, მოხალისეებთან ერთად, თავად გაწმინდოს მდინარე.
მივმართავთ მერიას, მოხალისეებისა და მოქალაქეების სახელით, მოგვეცით იმის საშუალება, რომ, თუ თქვენ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ჩვენ დავასუფთავებთ მტკვარს- ელენე ხოშტარია, თბილისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ხევსურეთიდან ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა