ხოშტარია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობს, ვის მიმართაც შესაძლოა, ევროკაშვირმა სანქციები აამოქმედოს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ “ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან ქართველ ხალხს მყარი და უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ, რადგან მათ კარგად ესმით, რომ არჩევნები მოპარულია.“

ხოშტარიას თქმით, EU-ს დელეგაციის ლიდერებს და პროდასავლური ოპოზიციას აქვს ერთიანი გაგება იმაზე “თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან“.

ეს არის მყარი და უპრეცედენტო მხარდაჭერა ქართველი ხალხის, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის მოპარული არჩევნები. გვაქვს ერთიანი გაგება, თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან. არის დიდი მხარდაჭერა ოპოზიციური ერთობის და სიმტკიცის და ჩვენი პოზიციის. დღეს აქცია ამიტომაცაა შესაძლებლობა, რომ ქართველმა ხალხმა, მათ კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთელი საზოგადოება ერთიანები, ევროპელები და ბრძოლისთვის განწყობილები არიან“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ საუბრობს, ვის მიმართაც შესაძლოა, ევროკაშვირმა სანქციები აამოქმედოს, თუმცა ამბობს, რომ “აბსოლუტურად ყველა მექანიზმის ზეწოლის “ოცნებაზე“ და მხარდაჭერის ქართველ ხალხზე არის განხილული და მიდის ამაზე მოლაპარაკება, რომელშიც სრული ერთიერთგაგება არსებობს“.

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. “პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა გავიბზაროთ, არ უნდა შევეგუოთ