ხოშტარია: ყველა პოლიტიკოსი მოლოდინშია, რომ შეიძლება დაგიჭირონ – კოორდინირებული ვიქნებით

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ისინი კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით და დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში.

ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით და ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელს ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირად ეს არც შეუმჩნევლად, არც ურეაგიროდ და არც მშვიდად ქართული ოცნებისთვის არ ჩაივლის. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”. – თქვა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი- ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის – საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის