ხოშტარია: ხელისუფლება გახელაძის ოჯახზე ზეწოლას ახდენდა, ოპოზიციას არ გაეკაროთო

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ოპოზიციასთან კომუნიკაცია არ ჰქონოდათ.

“პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას გახელაძის ოჯახზე ოპოზიციას არ გაეკაროო. ოპოზიციაში არაა საქმე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პრობლემაა საკითხის მიჩუმებაში, ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად გაახმაუროს თავად მთავრობამ და პარტნიორებს მიმართოს”, – წერს ხოშტარია.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი – ბობოხიძე მელიას დაბარებაზე
შემდეგი სტატია“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!..” – ნიკა მელია