ხოშტარია ივანიშვილზე – კაცი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ადვილად არ დათმობს ძალაუფლებას

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ჩაშლილ მოაპარაკებებს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ძალაუფლებას მანამ არ დათმობს, სანამ გარე და შიდა ზეწოლა პიკრს არ მიაღწევს.

“კაცი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ადვილად არ დათმობს ძალაუფლებას. ისინიც კი, ვინც არჩევნების გაყალბების მასშტაბზე კამათობენ ინსტიტუტების მიტაცების უარყოფა ძალიან გაუჭირდებათ. ეხლა რა არის ადვილად თუ ძნელად დათმობა? სანამ პიკს არ მიაღწევს გარე და შიდა ზეწოლა არ დათმობს”, – წერს ელენე ხოშტარია.

მისი განცხადებით, არაფერი დამთავრებულა და წნეხი მოიმატებს, 6-ივე პუნქტზე მედიატორები ვერ შეთანხმდნენ “ოცნებსათან”, რომელიც პოზიციას აუარესებდა და პროცესი არასერიოზულობამდე დაიყვანა.

მოკლედ, გარე წნეხი თავისი ლოგიკით ვითარდება და გაიზრდება.რაც შეეხება შიდა წნეხს. მისი გამოხატულება არაა მხოლოდ რუსთაველზე მუდმივად ბევრი ხალხი. წნეხი შედგება:

1. მუდმივი აქციებისგან, რომლებიც ხან პატარაა და ხან დიდი. აქ თუ დაუშვებ შეცდომას და ერთ აქციაზე შექმნი მოლოდინს, რომ აქ მორჩება უარესი ფრუსტრაცია იქნება. ამიტომ გრძელდება პროტესტის კერები, პერიოდულად დიდი აქციები

2. დაუმორჩილებლობა, გონივრული და ადეკვატური. აქ მეტი გვაქვს გასაკეთებელი

3.მხილება და ამ გზით რეჟიმის რყევა. ესეც სახეზეა, ესეც უნდა გავაგრძელოთ ყველამ ერთად.

4. ნერვების თამაშში გაძლება. ეს არის ყველა მსგავსი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. დაღლა ბუნებრივია, მაგრამ წაგების რეცეპტია დაღლა და ამაზეა გათვლილი მთავრობის სტრატეგია. ამიტომ ბუნებრივ დაღლას ამატებს პროპაგანდას.

5.მოქალაქეებთან მუშაობა, მოტივირება, მათი პრობლემებისთვის ბრძოლა, რომ სოლიდარობა გაიზარდოს ჩვენ შორის. აქ მეტი გვაქვს გასაკეთებელი ოპოზიციას”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიმაკფოლი – ბაიდენი, ბლინკენი, უფრო მეტად უნდა ჩაერთონ საქართველოს პოლიტიკაში
შემდეგი სტატიასასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა