ხოშტარია ISFED-ზე: “ოცნება” რაღაც კამპანიას აგორებს, არჩევნების მერე NGO სექტორს მიადგნენ 25 დეკ 202017:19

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ISFED-ის მიმართ, ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ზეწოლა განახორციელა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი ორგანიზაციის წინააღმდეგ გარკვეულ კამპანიას აგორებს, რაც პოლიტიკოსის შეფასებით მთლიანად არასამთავრობო სექტორისთვის საზიანოა.

“ISFED-ის მიმართ როგორც ჩანს იყო ან მოსმენა ან ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ სანამ ISFED რამეს იტყოდა, ხელისუფლებამ წინასწარ დაიწყო ამაზე საუბარი. ახლა ვხედავთ, რომ რაღაც ტიპის კამპანიას აგორებენ. ეს პირველ რიგში საშიშია მთლიანად NGO სექტორისთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა სათითაოდ ყველა ინსტიტუტი მიიტაცა ან დაამსხვრია და ახლა არჩევნების მერე, მიადგნენ NGO​ სექტორს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირევაზ სოხაძე:“სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ, ვიდრე ამის მოლოდინი შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა“
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა