ხოშტარია-იქნება ზუსტად ისეთი პროტესტი, როგორიც დაანონსებულია, იქნება პიკეტიც

“ქართულ ოცნებაში ვერ ხვდებიან რომ თემებს ისინი არ ხურავენ, თემებს ხურავს საზოგადოება. თემებს ხურავს პროტესტი და რა და როგორ იქნება მაგას განსაზღვრავ საზოგადოება. იქნება ზუსტად ისეთი პროტესტი როგორიც დაანონსებული გვაქვს. დღეს რაც გააკეთეს, გაიტაცეს ადამიანები, გაიტაცეს შეშა…ეს არის მათი შიში ამ პროტესტის მიმართ და დასრულდება საზოგადოების წარმატებით… ხალხი გაბრაზებულია, ხალხი თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და რა თქმა უნდა ხალხიც იქნება, პიკეტიც იქნება. ხვალ პარლამენტში ვერ შევლენ. სპეცრაზმს გამოიყვანენ? კიდევ მოვალთ. დაგვშლიან კიდევ მოვალთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ჩვენს გეგმებს, შედეგს და რომ დავიბრუნოთ არჩევნები. ”-აცხადებს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია

banner
წინა სტატიაშიარსებულ პოლიტიკურ ველზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია.
შემდეგი სტატიაპარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა