ხოშტარია: გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ დეპუტატი კომენდანტის საათის დროს რესტორანში ერთობა.

ხოშტარიას თქმით, კადრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კომენდანტის საათი ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებით დამამცირებელია.

“მანამდეც ცხადი იყო, მაგრამ გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის. გარბიხარ ორსულ ცოლთან ერთად ტკივილების გამო, მოდის ცივსისხლიანი პოლიცია, გაჯარიმებს. მერე გამოდიან ქოცები მორალს გიკითხავენ ჯანმრთელობაზე, ფარდა იხურება და შედიან ცოლებიან ქმრებიან გულაობენ. პირბადე არა კვახი, ასე იწყება სუფრა”-წერს ხოშტარია.

გუშინ, 27 თებერვალს ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე კომენდანტის საათის დროს რესტორანში ერთობა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: მოვიდა დრო, პასუხი გავცეთ წითელ ეშმაკებს-ბოლშევიკუნებს
შემდეგი სტატიაბოკერიამ თაკო ჩარკვიანს კინაღამ პიჯაკი შემოახია