29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ხოშტარია გორში მომხდარ ფაქტზე: შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა

გორში მომხდარ ძალადობაზე თავად „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა,- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

,,1. ძალის გადამეტება – როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!
2. ტყუილი – საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.
3. დაზარალებულის „ბრალეულობა“ – ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.
4. „ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები – ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი,-
წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

27 მაისს, გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, დააკავეს.

ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია: ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა
შემდეგი სტატიანონა ქურდოვანიძე სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირის დაკავებას ეხმაურება