ხოშტარია: გორში გადაყვანის გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია

“შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი.

ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება სწრაფად შესულიყო და გამოეტანა ინფორმაცია.

გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია, და ასევე, ველოდები და ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორი უსაფრთხოდ.

ველოდები ექიმს და გავყვები მის რეკომენდაციებს, რეაბილიტაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, ველოდები გადასვლის პროცესს”-აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიშოთა შელელაშვილი: აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფა სრული სამედიცინო მომსახურებით
შემდეგი სტატიალომჯარია: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა