ხოშტარია: გიორგი რურუას გამოშვების შემთხვევაში კენჭისყრას სიამოვნებით შევუერთდებით

რა თქმა უნდა, თუ გიორგი რურუას გამოუშვებენ ძალიან დიდი სიამოვნებით შევუერთდებით კენჭისყრას. თუ არ გამოუშვებენ, ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება არ ასრულებს შეთანხმებას, ქართულ ოცნებას არ უნდა ნორმალიზება, ქართული ოცნება აგრძელებს პოლიტიკურად გამოიყენოს მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის დარღვევა იმ პირობის, რომელიც დადო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ- ელენე ხოშტარია.
მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას, სასამართლო პროცესი დღეს 11:00-ზე არის ჩანიშნული. ხოლო, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის სხდომა 12 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრით ​შესვლა ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგი, შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ აღიარონ