ხოშტარია : “გეგონებათ რაღაც უტევს ჩვენს ქალაქს და საშინელება ხდება, იმდენი პოლიციელი ჰყავთ მობილიზებული”

საკრებულოს შენობასთან იმყოფებიან “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები და მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. მათ შენობაში არ უშვებენ. ხოშტარიას თქმით, ეს კანონდარღვევაა, ვინაიდან დეპუტატს პარლამენტის რეგლამენტით, მე-16 მუხლის თანახმად სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე დასწრების უფლება აქვს. საკრებულოს თავმჯოდმარემ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

ელენე ხოშტარიას თქმით, შენობასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. საკრებულოს შენობას საპატრულო პოლიციის კორდონი იცავს და ისინი იქ საკრებულოს დეპუტატების გარდა არავის უშვებენ. პოლიცია თავისუფლების მოედანზე დილიდან არის მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : არ ვაპირებთ შევეგუოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატია(Video)vოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს