ხოშტარია გახარიას პრემიერად წარდგენაზე: ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა

“ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, საზოგადოების, რომელიც სამი თვის განმავლობაში მშვიდობიანად და უწყვეტად აპროტესტებდა გახარიას და ქართული ოცნების მხრიდან სისასტიკეს, ძალადობას, კანონდარღვევას.

მეორე ეს არის დემოკრატიის გათელვადა, პირადი განაცხადი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მინისტრი, რომელიც არღვევს კანონს, რომელიც არის ჯალათი და მოძალადე, რომელზეც საზოგადოება მღერის, რომ ის არის თვალთხარია და მას უხარია თვალების დათხრა, სწორედ ის დანიშნა პრემიერმინისტრად. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი იმიტომ, რომ საზოგადოებასთან ამ ენით საუბარი, საზოგადოების ასეთი შეურაცხყოფა, ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დასრულებით. ის აუცილებლად მიიღებს ძალიან მძლავ პროტესტს, რომელიც მას აიძულებს არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან. ”-ასე აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენას. დღეს, 3 სექტებერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: გახარიას პრემიერობაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა
შემდეგი სტატიამოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ