ხოშტარია: ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც „ქართულ ოცნებას“

“…ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად, უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე და ჩვენ ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში. აქვე, ამ რეზოლუციაში საუბარია კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, საკმაოდ მტკივნეულზე, „ქართული ოცნების“ მიმართ და ევროპა გამოხატავს მზაობას მოქმედებისთვის.
ამიტომ, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული, საერთო ეროვნული ბრძოლის და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის, იქნება დღეს ციხეში და საკნიდან გვიყურებს, თუ რუსთაველზე, თუ ნებისმიერ ადგილას, სასამართლოს ეზოში – უნდა იცოდეს, რომ ყველა თქვენს მოქმედებას აქვს უდიდესი აზრი, იმიტომ რომ ის ესმის მსოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს“- განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას

🔻 490 მომხრე 147 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიში იმეორებს, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმურობას, ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას არ აღიარებს. ევროპარლამენტი ევროკავშირს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს
შემდეგი სტატიაალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა