ხოშტარია: ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა

ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის პოზიცია კვლავ უცვლელია და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს სისტემის შეცვლაა.

“მესიჯები, გზავნილი, პოზიცია არის ერთი. ერთიანია ეს პოზიცია, როგორც მოლაპარაკებების მაგიდაზე, ასევე აქციაზე და აქციის ყველა ფორმაზე. ეს არის გაყალბებული არჩევნები და ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ამ მახინჯი სისტემის, ცესკოს სისტემის მოშლა. არა მხოლოდ ჟვანიას წასვლა, რაც აბსოლუტური მოცემულებაა, არამედ ჩატარების წესის შეცვლა, ეს არის ერთადერთი საღი, სწორი პოზიცია, იმიტომ რომ ვაჭრობა ივანიშვილთან რაღაც მანდატებზე, პროცენტებზე, ნიშნავს, რომ ჩვენ ვეგუებით გაყალბებას, რაც არ მოხდება”,-აცხადებს ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
შემდეგი სტატიანიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ჟვანიას მიმართა